კარელიაში "ტუ-134"-ის კატასტროფის შედეგად "როსატომში" შემავალი საკონსტრუქციო ბიურო "ჰიდროპრესის" თითქმით მთელი ხელმძღვანელობა დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. დაღუპულთა შორის არიან საკონსტრუქციო ბიუროს დირექტორი, მისი მოადგილე, ორი მთავარი კონსტრიქტორი და განყოფილების უფროსი.
რუსეთის პრეზიდენტმა ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა უკვე გამოუცხადა. თვითმფრინავის კატასტროფის ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ წუხელ სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც "რუსეირ"-ის კუთვნილება იყო კარელიაში კატასტროფა განიცადა. დაღუპულია 44 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია 8.
ლაინერი მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტიდან პეტროზავოდსკში მიფრინავდა, დაშვება მას რთულ მეტეოპირობებში მოუწია. წვიმდა და იყო ნისლი. "ტუ-134" დასაფრენ ბილიკზე ჩამოვარდა, დაინგრა და ცეცხლი წაეკიდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო უკვე ადასტურებს 44 ადამიანის გარდაცვალებას. სულ ბოლო მონაცემებით, ბორტზე 52 ადამიანი იმყოფებოდა. გადარჩა მხოლოდ 8 ადამიანი, ერთი მათგანი ბავშვია. ტრაგედია ღამით მოხდა.
დაზარალებულების მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. გადარჩენილ 10 წლის ბავშვს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.
დაღუპულთა შორის არის საფეხბურთო არბიტრი ვლადიმერ პეტტაი, რომელიც მსაჯობდა რუსეთის ჩემპიონატზე. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, ბორტზე ასევე იმყოფებოდა ერთი უცხოელი - შვედი მაშველი იაკობ ვეტტრუტი, იგი კონფერენციაზე მიფრინავდა. ეკიპაჟის წევრებიდან გადარჩა მხოლოდ ერთი სტიუარდესა - იულია სკვორცოვა, ამჟამად იგი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
ავიაკატასტროფის მიზეზები ჯერ ჯერობით დაუდგენელია. წინასწარი ინფორმაციით იგი ჩამოვარდა იმიტომ, რომ მიწაზე არ იყო ჩართული დასაფრენი ლამპიონები.