რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი დღეს სტიქიის ზონებში არსებულ ვითარებას მინისტრთა კაბინეტის წევრებთნ ერთდ შეაჯამებს.
სტიქიისგან მიყენებულ ზარალსა და დაზარალებულ რეგიონებში მიმდინარე აღდგენით სამუშაოებზე დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ.
სხდომაზე მინისტრთა კაბინეტი დეტალურად განიხილავს სტიქიის ზონებში შექმნილ ვითარებას, განისაზღვრება ასევე ის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, დროულად უნდა მოხდეს აღდგენითი სამუშაოების დასრულება და იმ ზარალის დათვლა, რომელიც მთელს რეგიონებს და ადგილობრივ მოსახლეობას მიადგა.
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ასევე შეფასდება უკვე ჩატარებული სამუშაოები, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე ამ დრომდე მიმდინარეობს.