მეწყერისა და ღვარცოფის საშიშროების თაობაზე გეოლოგების დასკვნა უკვე ცნობილია. მათი აზრით, საქართველოს უმეტეს რაიონებში, ძირითადად მაღალმთიანეთში მეწყერი და ღვარცოფი ისევ მოსალოდნელია.
გეოლოგების თქმით, რისკი განსაკუთრებით მომავალი ორი კვირის განმავლობაში იქნება.
სპეციალისტების პროგნოზით, მეწყერის საფრთხე ემუქრება მცხეთა-მთიანეთს, სამეგრელოს, სვანეთს, რაჭა-ლეჩხუმს, აჭარის მაღალმთიანეთსა და შიდა ქართლს. შესაძლებელია ღვარცოფი იყოს კახეთშიც.
გეოლოგები ამბობენ, რომ წელს საქართველოში სტიქიური პროცესების აქტივიზაციის პიკია, რომელიც ივლისის დასაწყისამდე გაგრძელდება.