ფიროსმანის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა.
ინციდენტი წუხელ მოხდა. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ნანგრევებმა გვერდით მდებარე სახლიც დააზიანა.
ფიროსმანის 20 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში 9 ოჯახი ცხოვრობს. შენობა რეკონსტრუქციას აღარ ექვემდებარება.
შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ სამაშველო ბრიგადების წარმომადგენლები. დაზარალებული მაცხოვრებლები ადგილობრივი გამგეობის წევრებმაც მოინახულეს და მათ დახმარებას დაჰპირდნენ.