21 ივნისს, 18:30 საათზე, მცხეთის თეატრონის ტერიტორიაზე, კონცერტის ჩატარდება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსული _ იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებილთა ანსამბლი (Yale Alumni Chorus) ქართულ ხალხურ ანსამბლებთან ერთად (რუსთავის ანსამბლი, გორის ქალთა გუნდი და ბასიანის ანსამბლი) გამართავს.
კონცერტი გაიმართება იელის უნივერსიტეტის გუნდის ინიციატივით. მათი სურვილია ამ ფორმით თანადგომა გამოხატონ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის მიმართ.
კონცერტზე წარმოდგენილი იქნება ფოლკლორული და სასულიერო მუსიკა. საღამოს დაესწრებიან მცხეთის მუნიციპალიტეტში ჩასახლებული დროებით გადაადგილებული პირები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.