შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში სასამართლოებთან აქციების გამართვასთან დაკავშირებით ცვლილება შედის. დღემდე საკანონმდებლო ინიციტივაში ეწერა, რომ სასამართლოს შენობებთან შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარება შესაძლებელი იყო მხოლოდ 20 მეტრის რადიუსში.
როგორც ჟურნალისტებს კანპოპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა პავლე კუბლაშვილმა განუცხადა, მუხლი ჩამოყალიბდება შემდეგნაირად: სასამართლოს შენობასთან აქციის ჩატარება დასაშვებია 20-მეტრიან რადიუსში, იმ შემთხვევაში, თუ ის არ ბლოკავს შენობის შესასვლელს.