თბილისის მერიისა და ეროვნული მუსიკალური ცენტრის ინიციატივით,  3 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით ეროვნულ-მუსიკალურ ცენტრში გაიმართა  თბილისის მერიის ხელოვნების სკოლების მოსწავლეთა დათვალიერება-ფესტივალი, სადაც მონაწილეობდა ხელოვნების სკოლების 5430-მდე მოსწავლე. ამჟამად მიმდინარეობს დათვალიერება-ფესტივალის გალაკონცერტი და დაჯილდოება. 
დათვალიერება-ფესტივალს აფასებდა ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული კონსერვატორიის პროფესორ-მასწალებლების, კომპოზიტორების, მხატვრებისა და რეჟისორებისაგან იყო.  დათვალიერება-ფესტივალმა გამოავლინა გამარჯვებულები: მათ შორის 7 გრან პრი,  35 - I ადგილი,  33 - II ადგილი,  30 - III ადგილი, და 100 - მდე ნომინანტი. 
გამარჯვებული სკოლები არიან თბილისის მერიის იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის #6 სკოლა; თბილისის მერიის ზაქარია ფალიაშვილის  სახელობის #2 სკოლა; თბილისის მერიის ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზია; თბილისის მერიის ს. ცინცაძის სახელობის #16 ხელოვნების სკოლა; თბილისის მერიის შოთა შანიძის სახელობის #20 ხელოვნების სკოლა და თბილისის მერიის ო. თაქთაქიშვილის სახელობის #19 ხელოვნების სკოლა
გრან პრის მფლობელებუ სახვით გაყოფილებაში შემდეგი სკოლები გახდნენ: თბილისის მერიის Aანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზია, თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის #1 სამხატვრო სკოლა.