საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი დღეს ხაშურში ჩავიდა და რიკოთის უღელტეხილზე შექმნილ მდგომარეობას გაეცნო. გიორგი თარგამაძემ, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, დატბორილი და დამეწყრილი ტერიტორიები გუშინ დაათვალიერა.
მოსახლეობასთან შეხვედრისას „ქრისტიან-დემოკრატებმა"დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს და სტიქიის შედეგების დროულად აღმოფხვრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ჯერ კიდევ გრძელდება დაკარგულთა ძებნა და მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მაშველები შეძლებენ მათ გადარჩენას... უკვე მერამდენედ ვდგებით ფაქტის წინაშე, როცა ვებრძვით სტიქიურ უბედურებას, მაგრამ ძალიან ცოტას ვაკეთებთ პრევენციული ღონისძიებების გატარების თვალსაზრისით. პარლამენტში ბიუჯეტის განხილვისას, ჩვენმა ფრაქციამ რამდენჯერმე მოითხოვა სწორედ პრევენციისთვის გამოყოფილი მიზერული თანხის გაზრდა, რაც ერთის მხრივ, აგვაცილებს ტრაგიკულ შემთხვევებს და მეორეს მხრივ, მოგვცემს იმ ხარჯების დაზოგვის საშუალებას, რაც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებული მოსახლეობისთვის გასაცემი კომპენსაციებისთვისაა აუცილებელი" - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.