საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიდა ქართლში, რიკოთის უღელტეხილზე შექმნილი მდგომარეობა მთავრობის წარმომადგენლებთან განიხილა. პრეზიდენტი პრემიერ - მინისტრ ნიკა გილაურს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს, შიდა ქართლის გუბერნატორ ზურაბ არსოშვილს და ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრს რამაზ ნიკოლაშვილის შეხვდა. მათ პრეზიდენტს სტიქიის შედეგად დაზარალებული ადგილების აღდგენითი სამუშაოები და პრობლემები გააცნეს.
როგორც პრეზიდენტმა სარეაბილიტაციო სამუშაოები დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ აუცილებელია სტიქიებთან საბრძოლველად ქვეყანა ყოველთვის მზად იყოს.
„ტურისტული სეზონი იწყება და ეს გზა დაიტვირთება ძალიან. დასავლეთის მიმართულებით წამოვა ნაკადები როგორც თბილისიდან, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. უამრავ ოჯახს დაეკარგება შემოსავალი ეს რომ არ მოხდეს. აუცილებელია გზის აღდგენა მალევე და აღდგეს სრული მოძრაობა. ძალიან მაგარია რომ დროზე მივუსწარით. ყველგან გზებია, მშენებლობაა, ტექნიკა და ამან გაგვატანინა თავი. ყოველთვის ხდება ესეთი რამეები სხვადასხვა ქვეყნებში. გარშემო, რომ გვქონდა დიდი რაოდენობის ტექნიკა ამან დიდი როლი შეასრულა სამუშაოების ჩატარებისთის. კონკრეტულ ოჯახებს, რომლებიც დაზარალდნენ უნდა დავეხმაროთ. აღდგენასთან ერთად უნდა მოხდეს მიკრომენეჯმენტი. უნდა გვქონდეს სამოქმედო სქემები. კარგია რომ სპონტანურად მაგრამ ორგანიზებულად ვიმოქმედეთ. ესეთი რამეებისთვის ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მწუხარება გამოთქვა იმ ოთხი ადამიანის გარდაცვალების გამო, რომლებიც რიკოთის უღელტეხელთან, სტიქიის შედეგად დაიღუპნენ.