ქვესადგურში "ლილო-3" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების გამო 21 ივნისს 10 საათიდან 18 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ჭირნახულის და იუმაშევის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო 22 ივნისს 10 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ლილოს პურის ქარხანას, გაჯის ქარხანას, ლილოს ტერმინალს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.