საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) ორგანიზებით სტუდენტური კონფერენციას თემაზე "საქართველო - პერსპექტივები და გამოწვევები" იმართება, რომელზეც თავიანთ ნაშრომებს წარმოადგენენ ბაკალავრიატის სტუდენტები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან. კონფერენცია კლუბ ფრონტლაინში (ბროსეს 6) გაიმართება. კონფერენცია დღეს დაიწყო და ხვალ, 21 ივნისს დასრულდება.
ნაშრომებს შეაფასებს კომისია, რომელიც შედგება ინსტიტუტის წამყვანი პროფესორებისა და საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანებისაგან.
კონფერენციის დასრულებისას საუკეთესო ნაშრომების ავტორებს გადაეცემათ პრიზები: აი-პადი, ერთსემესტრიანი სტიპენდია ჯიპაში და ქინდლი.