საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის მეორე სართულზე, სტუ-ის IT-ინკუბატორის საპრეზენტაციო ოთახში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ინკუბატორის მიზნები და უახლოესი ამოცანები, ასევე გაიმართა სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობისა და IT- ინკუბატორის პირველი ერთიბლივად განხორციელებული პროექტის - "სტუნეტის" (www.stunet.ge) პრეზენტაცია.
სტუ-ს IT-ინკუბატორი წარმოადგენს ინფორმაციული ტექნოოგიების დარგში არსებული იდეების გენერირებისა და განხორციელების ხელისშემწყობ ორგანიზაციას. მისი საშუალებით ინკუბატორის საქმიანობაში ჩართულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მოიგონონ, განახორციელონ იდეები და გახდნენ კომერციულად წარმატებული IT- პროექტის მფლობელები.
სტუ-ის IT- ინკუბატორის საქმიანობა მოიცავს შემდეგ ასპექტებს: უზრუნველყოფს ინკუბატორის მონაწილეებს IT- პროდუქტების შექმნის პრაქტიკული ჩვევებითა და ცოდნით - რთავს მათ კონკრეტული კომეციული დაკვეთის შესრულების პროცესში; წელიწადში ორჯერ ხდება იდეათა გენერირება, საუკეთესო 2 იდეა ხორციელდება და გადაეცემა ინკუბატორის წევრებს საკუთრებაში პროექტის კომეციალიზაციისთვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორისა და სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პირველი ერთობლივი პროექტია "სტუნეტი" - Web-ტექნოლოგიებით დამზადებული სოციალური ქსელის ტიპის ვებსაიტი (www.stunet.ge).