რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ცალმხრივად განახლდა.
დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოსკენ მოძრავ ყველა ტრანსპორტს გადაადგილება გვირაბის გავლით შეუძლია. რაც შეეხება საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანებს, ისინი კვლავ საჩხერისა და ახალციხის შემოვლითი გზებით სარგებლობენ.
რიკოთის უღელტეხილზე გაწმენდითი სამუშაოები გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. სპეციალისტებმა წყლის მიმართულების შესაცვლელად სანიაღვრე მილები მიწაში ჩაამონტაჟეს, რომლის საშუალებითაც წყალი მდინარე სურამულას უნდა შეუერთდეს. სამუშაოებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები, ასევე შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული ხელმძღვანელობდნენ.
დასავეთ-აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ მაგისტრალზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. რიკოთის უღელტეხილზე ისევ წვიმს.
შეგახსენებთ, რომ სტიქიის შედეგად ამ ტერიტორიაზე 4 ადამიანი დაიღუპა, ორი დაკარგულად ითვლება.