ქვესადგურში "ნუცუბიძე" სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს, 20 ივნისს, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის II, IV და V მიკრორაიონების, ჟღენტის, მარგიანის, და ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დღესვე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. გლდანის რაიონის ნაწილსაც. ქვესადგურში "ცენტროლიტი" სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ცენტროლიტის დასახლების, სარაჯიშვილის, ჯანჯღავას, ბარალეთის, ანდრონიკაშვილის, ლიბანის, კაჭარავას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.