ხვალ, 20 ივნისს, 21:00 საათზე, სასტუმრო საქართველოში "Look Models"-ის პირველი გამოსაშვები საღამო გაიმართება, რომელიც Coco Chanel-ის შემოქმედებას მიეძღვნება.
საღამოს პირველი ნაწილი შედგება მინი სპექტაკლისაგან „მოდა მიდის სტილი რჩება, სილამაზე კი სისადავეშია" - Gabrielle Coco Chanel . სპექტაკლში მონაწილეობას "Look Models"-ის დამწყები მოდელები მიიღებენ, ხოლო საღამოს დასასრულს ნაჩვენები იქნება, დიზაინერ მანანა ანთელიძის კოლექცია, რომელსაც უკვე "Look Models"-ის ცნობილი და გამოცდილი მოდელები წარმოადგენენ.
შეგახსენებთ, რომ სამოდელო სააგენტო "Look Models" სულ ახლახანს მოდელმა ნინო ცქიტიშვილმა ჩამოაყალიბა და მისი მიზანია ქართული სახეების მსოფლიო ბაზარზე გაყვანა. სააგენტო ორინტირებულია, არა მარტო ქართულ სამოდელო ბიზნესში ჩართვაზე, არამედ უცხოურ სააგენტოებთან თანამშრომლობაზეც.