კონსტიტუციური წყობის დამხობის ან ძალადობით შეცვლის მოწოდებით აქციების ჩატარება აიკრძალება.
ამის შესახებ ნათქვამია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტში, რომელიც ცვლილებების შეტანას "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ითვალისწინებს.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, "დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზების და ჩატარების მოწოდება საქართველოში კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფოსკენ".
კანონპროექტი ასევე კრძალავს ისეთ მოწოდებებსაც, "რომელიც წარმოადგენს ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლეს და ქმნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს".
კანონპროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, აკაკი მინაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი და კახაბერ ანჯაფარიძე არიან.
"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით პარლამენტი კენჭს 21 ივნისს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე უყრის.