სომხებს საქართველოში ახალი სომხური ტაძრების აშენება სურთ.
ამის შესახებ დღევანდელ საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრუარქმა, ილია მეორემ განაცხადა.
უწმიდნესმა საქ ართველოში სრულიად სომეხთა კათოლიკოსის ვიზიტის შედეგები შეაჯამა და ის საკითხები დააკონკრეტა, რაზეც მათ შეხვედრაზე ისაუბრეს.
"სომხებს აქვთ სურვილი, გახსნან კიდევ ტაძრები საქართველოში. ჩვენ შევთავაზეთ, რომ თუ საქართველოში გაიხსნება სომხური ტაძრები, სომხეთშიც აუცილებლად უნდა გაიხსნას ქართული ტაძრები. შევთანხმდით, რომ მომავალში უფრო კარგი თანამშრომლობა გვექნება", - ბრძანა უწმინდესმა.
მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია ღიაა ყველასთვის, მაგრამ ქართული ეკლესია არ დაუშვებს, რომ დაიჩაგროს ქართველი ერი და ქვეყანა.
"გარეგინ II ახალგაზრდა ადამიანია და ალბათ ჯერ მეტი გამოცდილება სჭირდება. ჭკვიანი კაცია, მაგრამ უნდა ყველაფერი სასწრაფოდ გააკეთოს, რაც არ გამოდის. ვუთხარი, რომ მაქვს დიდი გამოცდილება, ამიტომ სიმშვიდე ყველაფერს სჯობს", - აღნიშნა ილია მეორემ.