მანიფესტაციების დროს ისტორიული ძეგლების ან მემორიალების შეურაცხყოფა, შესაძალოა, აქციის დაშლის მიზეზი გახდეს.
აღნიშნულს "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციების მიმდინარეობისას ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ან/და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების, ძეგლის ან მემორიალის ვიზუალური მხარის დამახინჯება, დაზიანება და მათ მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორცილება.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, აკაკი მინაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ჩიორა თაქთაქიშვილი არიან.