რიკოთის უღელტეხილზე საგანგებო სამთავრობო თათბირი გაიმართა.
თათბირზე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა სტიქიის შედეგად რეგიონში შექმნილი ვითარება გეოლოგებსა და ურბანისტებთან ერთად შეაფასა.
"ყველა საჭირო სამსახური ამ რეგიონშია მობილიზებული. ახლა ვმუშაობთ ვარიანტებზე, თუ როგორ გავატაროთ ტვირთები, რომ მისი გადაზიდვა არ შეფერხდეს", - განუცხადა რამაზ ნიკოლაიშვილმა.
უკვე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის.
რიკოთის გვირაბი, სავარაუდოდ, დღესვე, ოღონდ ნაწილობრივ გაიხსნება.
ადგილზე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგურიც იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. უღელტეხილზე უეცრად მოვარდნილმა წყალმა რესტორანი "როკოთი" წაიღო, რომლის დროსაც მის ოთხი თანამშრონელი დაიღუპა, ხოლო ორი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.