ხვალ, 20 ივნისს, 11:30 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ლიზინგის თემაზე შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრას, საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI) აწყობს.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, შეხვედრას წაიყვანს EPI-ს საერთაშორისო ექსპერტი რაფაელ კასტელო-ტრიანა. მასში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო ორგანიზაციების, შემოსავლების სამსახურის, ეროვნული ბანკისა და აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილულ იქნება ლიზინგის ტექნიკური ასპექტები და შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებები.