სასწავლო დაწესებულების მანდატურებმა და კომპანია "ტკბილმა ქვეყანამ" ჩვილ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მოინახულეს.
ერთობლივი აქციის ფარგლებში 200-მდე აღსაზრდელს მანდატურებმა და "ტკბილმა ქვეყანამ" ტკბილეულობა, სათამაშოები და სხვა სახის საჩუქრები გადასცეს.
მანდატურების განცხადებით, ისინი მსგავს აქციებში მომავალშიც მიიღებენ მონაწილეობას.