დედაქალაქის მოსახლეობას წყლის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგება. როგორც "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერში" აცხადებენ, უკვე დაიწყო წყლის მიწოდების აღდგენა ავჭალაში, გლდანში, მუხიანსა და თემქის ნაწილში, ასევე წერეთლის გამზირზე.
კომპანიის ინფორმაციით, 15:00 საათიდან დაიწყება წლის მიწოდება სანზონასა და ღრმარელის მოსახლეობისთვის, მოგვიანებით კი წყალი ავლაბრისა და ორთაჭალის მოსახლეობასაც მიეწოდება.
ამჟამად სრულად არის აღდგენილი მდ. გლდანულას მიერ მოშლილი 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის მონაკვეთი. მწყობრშია მოყვანილი ღრმაღელის საფილტრე სადგურის მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზები და ტუმბო-აგრეგატები.
კომპანია იმედოვნება, რომ წყლის მიწოდებას გუშინ ღამე აღდგენედა მაგრამ სამუშაოების სირთულის გამო წლის მოწოდების აღდგენა სრულად ამ დრომდე ვერ ხერდხდება.
შეგახსენებთ, რომ ძლიერმა წვიმამ დააზიანა ღრმაღელის სათავე ნაგებობის ძირითადი მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზები, დაიტბორა ღრმაღელის სატუმბო სადგური, რამაც ტუმბო-აგრეგატების მწყობრიდან გამოსვლა და დროებით გაჩერება გამოიწვია. პარალელურად, ჭარბი ნალექის გამო ადიდებულმა მდ. გლდანულამ 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის გარკვეული მონაკვეთი მთლიანად მოშალა და წაიღო.
17 ივნისიდან ზემოთაღნიშნული მიზეზით, წყალმომარაგება შეწყვეტილი დედაქალაქის მარცხენა სანაპირის მოსახლეობას.
წყლის მიწოდება შეუმცირდა ვაზისუბნის დასახლებასა და მოსკოვის გამზირს, ასევე წყალს დაბალი წნევით იღებს დიდუბის რაიონი.
ამ დროისთვის ძირითადი აღდგენითი სამუშაოები უკვე ამ ეტაპზე ირეცხება ღრმაღელის საფილტრე სადგურის სალექრები და ფილტრები, გრძელდება 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის მთლიანად მოშლილი მონაკვეთის რეაბილიტაციაც.