13 წლის მოზარდი მდინარე წყალწითელაში ბანობის დროს დაიხრჩო.
ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, თბილისისდან გელათში ექსკურსიაზე წასული მოსწვალეები მდინარეში საბანაოდ ჩავიდნენ, რომლის დროსაც წყალმა გვანცა მორბედაძე წაიღო.
ადგილზე გამოძახებული იყო სამაშველო და სამედიცინო დახმარების ბრიგადები, თუმცა მოზარდის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.