რიკოთის უღელტეხილზე სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა.
უღელტეხილზე უეცრად მოვარდნილმა წყალმა რესტორანი "როკოთი" წაიღო, რომლის დროსაც მის ოთხი თანამშრონელი დაიღუპა, ხოლო ორი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ამ დროისთვის რესტორნის ორი თანამშრომლის თამაზ გაგნიძის და ნათელა სარაიძის ცხედრები ახლაბლებმა უკვე ამოიცნეს.
ამასთან, ძლიერი წვის გამო ადიდებული მდინარე რიკოთის გვირაბშიც შევარდა, რის გამოცა საზოგადოებრივ ტრანსპორტიდან და ავტომანქანებიდან მგზავრების ამოყვანას მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.
მდინარემ ასევე რამდენიმე ათეული ავტომანქანა დაზიანა და ზოგიერთი მათგანი წაიღო.
სტიქიის ადგილზე პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლეიშვილი და დევნილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ.