ფასანაურთან საავტომობილო გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.
"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, ფასანაურის რაიონის სოფელ ჭართალში საავტომობილო გზაზე მეწყერი დღეს, დილით ჩამოწვა, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად ჩაიკეტა.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია საგზაო სამაშველო სამსახური და გზის გაწმენდა სპეციალური ტექნიკით მიმდინრეობს.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, მეწყერი ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. თუმცა გზის სრულად გაწმენდა, დახლოებით, ერთ საათში დასრულდება.
გარდა ამისა, დღეს დილით მეწყერი ჩამოწვა ანანურთან, სავტომობილო გზაზეც, თუმცა ამ დროისთვის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა უკვე აღდგენილია.