დღეს, 19 ივნისს, დედაენის ბაღში, თბილისის მერია ახალგაზრდული ტურიზმის ხელშესაწყობად გამოფენა პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ის ტურისტული კომპანიები და ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდული ტურიზმით არიან დაკავებული და ესაჭიროებათ ხელშეწყობა. ღონისძიება გაგრძელდება დღის 12 საათიდან საღამოს 8 საათამდე. ღონისძიებაშ მონაწილეები გაათამაშებენ ამა თუ იმ ტურისტულ პრიზებს სხვადასვა თამაშობებით. ღონისძიების პროგრამა შემდეგია:
12:00 - ტურისტული კომპანია თრეველ შოპი, ლოტოტრონის პრინციპით გაათამაშებს ლაგოდეხის ნაკრძალში ორკაციან ვიკენდს.
13:00 - - ტურისტული კომპანია თრეველ თაიმი დააჯილდოებს ფეისბუკზე გამართულ შეჯიბრებაში „ცხელი ზაფხული" გამარჯვებულებს პრიზებით: ფოტოაპარატი, აიპოდი, ორ კაციანი საგზური თურქეთში.
14:00 - ტურისტული კომპანია კაპიტან +, შეაჯიბრებს დამთვალიერებლებს აუზზე გამართული ქაღალდის გემების სულის შებერვაში და 25 გამარჯვებულს გადასცემს 30%-იან ფასდაკლებას სვანეთის ტურებზე.
15:00 -ტურისტული კომპანია დეკა თრეველი, ვიქტორინის სახით, კითხვები საქართველოს კუთხეების შესახებ გაათამაშებს ორ კაციან საგზურს ტაო-კლარჯეთში.
16:00- ტურისტული კომპანია ელიტ ტური ლოტოტრონის პრინციპით გაათამაშებს ფასდაკლებებს ბათუმის ჯაზ ფესტივალის კონცერტებზე.
17:00 - გუდ თრეველი ვიქტორინის პრინციპით გაათამაშებს ორ კაციანს საგზურს სომხეთში.
18:00 - კულტურის პოპულარიზაციის ცენტრი გამართავს შეჯიბრს სიმღერაში და გამარჯვებული დაჯილდოვდება მუსიკალური საკრავით.
19:00 - ტურისტული კომპანია ფლაი ენდ თრეველი შეჯიბრით კარავის სწრაფად დაშლა აწყობაში, გამარჯვებულს გადასცემს ორ კაციან საგზურს ყაზბეგში.
20:00 - ღონისძიებას დაასრულებენ მცოცველები მტკვარზე ამწეკრანიდან ბანკი ჯამპინგით.
მთელი დღის განმავლობაში ასევე მსურველებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ საცოცი კედლით. მიირთვან ლუდი ნატახტარი, ენერგეტიკული სასმელი რედ ბული. შეიქმნან კარგი განწყობა და დაგეგმონ თუ როგორ გაატარონ ზაფხული.