დღეს, გამთენიას წამოსულმა ძლიერმა წვიმამ დააზიანა ღრმაღელის სათავე ნაგებობის ძირითადი მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზები, დაიტბორა ღრმაღელის სატუმბო სადგური, რამაც ტუმბო-აგრეგატების მწყობრიდან გამოსვლა და დროებით გაჩერება გამოიწვია. პარალელურად, ჭარბი ნალექის გამო ადიდებულმა მდ. გლდანულამ 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის გარკვეული მონაკვეთი მთლიანად მოშალა და წაიღო.
17 ივნისიდან ზემოთაღნიშნული მიზეზით, წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს:
ამ დროისთვის წყალმომარაგება კვლავაც შეწყვეტილი აქვს:
• გლდანის "ა", I, II, IV მ/რორაიონებს
• თემქის IV და XI მ/რაიონებს, IV, IX, X, Xა კვარტლებს
• სანზონას და მის მიმდებარე კერძო დასახლებებს
• გურამიშვილის გამზირს, კუკიისა და ლოტკინის დასახლებებს, სვანეთის უბანს
• ჩუღურეთის რაიონში ჯავახიშვილის ქუჩის ზემოთ მდებარე ქუჩებს
• ელიასა და ავლაბრის ნაწილს, დიღმის მასივს, ლუბლიანას ქუჩას.
წყლის მიწოდება შეუმცირდა ვაზისუბნის დასახლებასა და მოსკოვის გამზირს, ასევე წყალს დაბალი წნევით იღებს დიდუბის რაიონი.
დაზიანების ადგილებში მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ბრიგადები და სპეცტექნიკა. დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები მეორე დღეა უწყვეტად და ინტენსიურად მიმდინარეობს, იმის გათვალისწინებით, რომ გუშინ ღამით კვლავაც ხანგრძლივი წვიმები იყო არაგვის ხეობაში, მუხიანსა და გლდანის დასახლებაში. ამ მიზეზით თბილისის ნაწილისთვის წყალმომარაგების აღდგენას ხელი შეეშალა.
ამ დროისთვის ძირითადი აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია, მწყობრშია მოყვანილი ღრმაღელის საფილტრე სადგურის მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზები და ტუმბო-აგრეგატები. ამ ეტაპზე ირეცხება ღრმაღელის საფილტრე სადგურის სალექრები და ფილტრები, გრძელდება 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის მთლიანად მოშლილი მონაკვეთის რეაბილიტაციაც.
კომპანია ძალისხმევას არ იშურებს თბილისის უწყლოდ დარჩენილ ნაწილს წყალმომარაგება, დღეს, დღის ბოლომდე ეტაპობრივად აღუდგინოს.