ნიკა რურუა აზერბაიჯანში მიემგზავრება. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 20-21 ივნისს აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა ესტუმრება.
ვიზიტის ფარგლებში რურუა აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.
ნიკა რურუას დაგეგმილი აქვს ასევე შეხვედრა აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან აბულფას გარაევთან.
შეხვედრაზე მხარეები ძეგლთა დაცვის საკითხებზე და სამომავლოდ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.
ნიკა რურუა აზერბაიჯანში ბრიფინგსაც გამართავს.