ქუთაისში ედპ-ის იმერეთის რეგიონალური კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ედპ-ის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, პარლამენტის წევრი გურამ ჩახვაძე, ედპ-ის პოლიტიკური მდივანი გოგა გოგნიაშვილი და პარტიის იმერეთის რაიონული და ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები. კონფერენციის შემდეგ, პარტიის ლიდერებმა შეხვედრები გამართეს ადგილობრივ მოსახლეობასთან.
„კონფერენცია მიზნად ისახავდა რაიონული პარტიული სტრუქტურების განახლებას, პარტიის წევრების მობილიზებას, სამომავლო პოლიტიკური გეგმებისა და რეგიონში პარტიის სამოქმედო სტრატეგიის განსაზღვრას. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ყოველთვის გამოირჩეოდა თავის სტრუქტურული სიძლიერით და მსგავსი შეხვედრებით ჩვენ ვიწყებთ პარტიის განახლებისა და გაძლიერებას," - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
„ამასთან, ჩვენ გვსურ გავაცნოთ მოსახლეობას, თუ რატომ ვუჭერთ მხარს საარჩევნო პროცესებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოსახლეობას სრულად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ საარჩევნო გზით უნდა მოხდეს, რისთვისაც აუცილებელია სისტემური ცვლილებები. ჩვენ უარს ვამბობთ რევოლუციურ გზაზე, რადგან ის ქვეყნისთვის სავალალო შედეგებს მოიტანს,"- დასძინა ედპ-ის ლიდერმა.
მასალის გამოყენების პირობები