საბერძნეთის ქალაქ ხალკიდიკის სასტუმრო Kriopigi Beach-ში, რამდენიმე ათეული ტურისტი ერთდროულად გახდა ცუდად.
სასტუმროს ადმინისტრაციის განცხადებით, მათ შორის რამდენიმე ბავშვია.
როგორც Kriopigi Beach-ის წარმომადგენელბი აცხადებენ, ცუდად გახდნენ რუსი, გერმანელი და ბელორუსის ტურისტები.
ტურისტებს დამხარება ადგილზევე აღმოუჩინეს და მათი ჰოსპიტალიზირება საჭირო არ გახდა.
ექიმები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ ტურისტების დაავადების მიზეზი გახდა ინფექტია, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის. თუმცა ჯერ-ჯერობით ისინი ინფექციის სახეობას ვერ აკონკრეტებენ.