დღეს, 18 ივნიის 22:00 საათზე ,,თბილისი ივენთ ჰოლში" ,,საქველოქმედო ფონდი ხელოვანები თანადგომისათვის" საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავს. ჩატარდება ჯგუფ „ფრანის" კონცერტი, საღამოდან შემოსული თანხა ფონდის აღსაზრდელებისათვის საჭირო დამატებითი ინვენტარის შეძენას მოხმარდება
დაფუძნების დღიდან მოყოლებული, ფონდის ორგანიზებით დროებით გადაადგილებული ბავშვებისთვის არა ერთი საქველმოქმედო პროექტი განხორციელდა: მასტერკლასები, გამოფენები, სუხიშვულების კონცერტი სახელწოდებით „ასსა", „ქველმოქმედება პოდიუმზე" - სადაც მონაწილეობას თავად რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული ბავშვები იღებდნენ, რომელთაც შარდენის ქუჩაზე ყოველწლიურ ნაძვისხეების ფესტივალზე გამოფენილმა თორმეტმა ქართველმა დიზაინერმა ახალი წლის აღსანიშნავად საჩუქრად, თორმეტ სკოლას თორმეტი განსხვავებული ნაძვის ხე უსახსოვრა. ეს ყველაფერი განხორციელდა (და მომავალშიც მრავალჯერ განხორციელდება) რათა მოძიებულიყო დამატებითი სახსრები ფონდის აღსაზრდელების ნებაყოფლობითი დამატებითი ხელოვნების წრეების შესაქმნელად.
ხელოვნების სკოლები გაიხსნა: გორში, კარალეთში, შავშვებში, წეროვანში, მეტეში, თელიანში, შაუმიანში, მოხისსა და ახალსოფელში. სკოლებში 70 პედაგოგია დასაქმებული და აღნიშნულ წრეებზე უფასო განათლებას იღებს 600-ზე მეტი დროებით გადაადგილებული ბავშვი.