სომხეთის პოლიციის უფროსი საქართველოში საკუთარი ბიზნესის არსებობას უარყოფს. როგორც ინტერნეტ-პორტალი 1in.am იუწყება, რომ სომხეთის პოლიციის უფროსმა ალიკ სარგსიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „საქართველოში არანაირი ბზინესი არ მაქვს და იქ არც კომპანია დამირეგისტრირებია. საქართველოდან არაფრის იმპორტს არ ვახორციელებ" - განაცხადა სარგსიანმა და დასძინა, რომ ყველაფერი ეს მოგონილი ჭორია.
მანვე დასძინა, რომ ის საქართველოში 6 მაისს მართლაც იმყოფებოდა, თუმა მისი ვიზიტი საქართველოში პოლიციის დღეს უკავშირდებოდა.
„და ეს ნიშნავს, რომ მე იქ ბიზნესი მაქვს? მე რუსეთშიც დავდივარ ხშირად და გამოდის რომ რუსეთშიც ბიზნესი მაქვს?", - განაცხადა ალიკ საქგსიანმა.