"ქრისტიან-დემოკრატების" საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე შვედი "ქრისტიან-დემოკრატების" მიწევევით ქალაქ სტოკჰოლმში იმყოფება. სპეციალური პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები უკვე გაიმართა შვედეთის პარლამენტში, სტოკჰოლმის საკრებულოსა და მასპინძელი პარტიის მთავარ ოფისში.
შევდეთის პარლამენტის "ქრისტიან-დემოკრატიული" ფრაქციის ვიცე-თავმჯომარემ ემა ჰენრიკსონმა პროგრამის მონაწილეებს გამოცდილება ეკონომიკური განვითარების, ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებში გაუზიარა. მასპინძლებმა ინტერესით მოისმინეს საქართველოში მიმდინარე მოველების შესახებ ინფორმაცია და გიორგი თარგამაძის პოლიტიკური გუნდის ხედვა - როგორ უნდა დაიძლიოს არსებული გამოწვევები და გადაიჭრას პრობლემები.
შვედი "ქრისტიან-დემოკრატების" ოფისში ორ პარტიას შორის თანამრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. გიორგი რუხაძის განცხადებით, გადაწყდა, რომ 2011-12 წლებში შვედი და ქართველი "ქრისტიან-დემოკრატები" თბილისში სამ ერთობლივ პროექტს განახორციელებენ.
მასალის გამოყენების პირობები