18 ივნისს, 11.00 საათზე, კვარიათის სასტუმრო "ნეპტუნში" (კვარიათის 15) ქართული ბლოგინგის დღეები ოფიციალურად გაიხსნება.
ღონისძიება, რომელიც ორგანიზებულია "სოციალური მედიის კვლევების და განვითარების ფონდის" მიერ 3 დღისგანმავლობაში ზღვისპირა ქალაქში წამყვან ქართველ ბლოგერებს მოუყრის თავს.
კონფერენციაზე განხილული იქნება მეტად მნიშვნელოვანი საკითხები, კერძოდ კი, როგორ შეიძლება სოციალურმამედიამ და ბლოგინგმა ხელი შეუწყოს ქვეყანაში და საზოგადოებაში მეტად მნიშვნელოვანი პრობლემებისგადაწყვეტას, მათ შორის ნარკომანიასთან ბრძოლის საკითხებს, ეროვნული ტრადიციების შენარჩუნების, დასაქმებისდა ახალი ბიზნესის შექმნის, წიგნიერების ამაღლების და სხვა მიმართულებებს. ამ საკითხებთან დაკავშირებითბლოგერები კონფერენციის ფარგლებში საკუთარ პროექტებს წარმოადგენენ.
კონფერენციის ფარგლებში სოციალური მედიის ექპერტების მიერ ბლოგერებისათვის რჩევები იქნება გაზიარებულიპროექტების წარმატებულად გასავითარებლად.
ბლოგინგის განვითარებისათვის აქტუალური საკითხების განხილვის გარდა, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სხვა მეტად საინტერესო ღონისძიებები და კერძოდ იუსტიციის სამინისტროს ახალი პროექტის ფარგლებში ბათუმშიგახსნილი - "იუსტიციის სახლის" დათვალიერება და კონცეფციის პრეზენტაცია, განახლებული სარფის საბაჟოსდათვალიერება, განახლებული ბათუმის ბულვარის, ასევე მაღალმთიანი აჭარის დათვალიერება.