19 ივნისიდან აღმაშენებლის ხეივნიდან რობაქიძის გამზირზე გადასასვლელი გზის მონაკვეთი დაიკეტება.
მიზეზი აღმაშენებლის ძეგლთან არსებული გვირაბის გათხრითი სამუშაოებია, რომელიც დაახლოებით 4 თვეს გასტანს.
ქალაქიდან გასვლისათვის გელოვანის გამზირიდან დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისათვის აღმაშენებლის ძეგლამდე გაკეთდა პირდაპირი შემოვლითი გზა, რომელიც აღმაშენებლის ძეგლის გვერდის ავლით, გელოვანის გამზირს რობაქიძის გამზირთან აკავშირებს. ამისათვის ნებისმიერმა სატრანსპორტო საშუალებამ უნდა გადაკვეთოს რობაქიძის გამზირი ხელმარცხნივ აღმაშენებლის ხეივნისკენ.
ყველა სატრანსპორტო საშუალებამ, მათ შორის ქალაქში დასავლეთ საქართველოდან შემომავალმა მანქანებმა და მათაც, რომელნიც რობაქიძის გამზირის გავლით გადაადგილდებოდა დიდუბის ან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით, მშენებლობის პროცესში ალტერნატივად უნდა გამოიყენონ მინდელის ან ახმეტელის ქუჩა.
ყველგან განთავსდება საინფორმაციო ბანერები და ავტოსატრანსპოტო საშუალებების მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ მათი საშუალებით გაეცნონ სიახლეს.