ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და პირადობის ნეიტრალური მოწმობა ფასიანი იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის შესახებ" კანონში.
კანონპროექტის თანახმად, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის განაცხადის შემტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაცემისთვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 35 ლარია.
პირადობის ნეიტრალური მოწმობის განცხადების შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გადაცემისთვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 10 ლარია.
შეგახსენებთ, რომ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და პირადობის ნეიტრალური მოწმობები გათვალისწინებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისთვის.