დღეს, "მწვანე ყუთის" პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სამინიტროს საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2 ტ-მდე მაკულატურა გადასცეს.
მაკულატურის გადაცემის პროცესს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი და პროექტ „მწვანე ყუთის" კოორდინატორი შმაგი ჩოხელი ესწრებოდნენ.
„საჯარო რეესტრი „მწვანე ყუთის" აქციაში 2 თვის წინ ჩაერთო. სააგენტოს თანამშრომლები ყოველღიურად მათთვის გამოუსადეგარ, ნარჩენ ქაღალდს ნაგვის ყუთის ნაცვლად, „მწვანე ყუთებში" აგროვებდნენ. საჯარო რეესტრი სპორტისა და ახალგაზრდული სამინისტროს მიერ ორგანიზებული პროექტის მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს და აქციას საქართველოს ყველა ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მასშტაბით შეუერთდება" - განაცხადა საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა.
თავისი მასშტაბით, ეკოლოგიური და ეკონომიკური ეფექტით „მწვანე ყუთი" განსხვავდება მსგავსი ტიპის სხვა პროექტებისაგან. პროექტ „მწვანე ყუთში" ტექნიკურ პერსონალად, უკვე დასაქმნდა თბილისის ბავშვთა სახლის 15-მდე ყოფილი აღსაზრდელი. მაკულატურის ჩაბარებიდან შემოსული თანხები, ბავშვთა სახლის აღსაზრდელების, პროფესიული განათლებისა და სხვა საჭიროებების დაფინანსებას ხმარდება. პროექტი „მწვანე ყუთის" განხორციელება 2011 წლის თებერვლში, თბილისის მასშტაბით დაიწყო.
პროექტში 100-მდე სამთავრობო, საჯარო, კომერციული და არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობს. დღეისათვის ჩაბარებული მაკულატურიდან მიღებული თანხა, საშუალებას აძლევს, 20-მდე ბავშვთა სახლის აღსაზრდელს პროფესიულ სასწავლებლებში ფასიან ფაკულტეტებზე სწავლა დაუფინანსდეთ.
საქმველმოქმედო მიზნის გარდა, პროექტი „მწვანე ყუთი" ემსახურება მოსახლეობაში მაკულატურის შეგროვებისა და გადამუშავების კულტურის დამკვიდრებას, ასევე ახალგაზრდებში მოხალისეობრივი უნარ-ჩვევების განვითარებას.