თბილისში ახალი ფსიქიატრიული დეპარტამენტი გაიხსნა.
დაწესებულება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ "რეფერალური ჰოსპიტალის" პოლონელ ინვესტორ, კომპანია "დევანის" მფლობელ მაჩეი იარანოვსკისთან ერთად გახსნა.
ფსიქიატრიული დეპარტამენტი 30 საწოლიანია. ის პაციენტებს 19 ივნისიდან მიიღებს.