მინსკის აეროპორტში საქართველოს მოქალაქემ იმშობიარა.
ქართველმა ქალმა მე-5 შვილი აეროპორტის სამედიცინო პუნქტში გააჩინა.
საქართველოს მოქალაქე თავის 4 შვილთან ერთად თბილისის რეისით სამშობლოში გამოგზავრებას აპირებდა, როცა მას მშობიარობა დაეწყო. ამ დროისთვის ის თავის ახალშობილთან ერთად ქალაქის მე-3 საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, მშობიარობამ კარგად ჩაიარა.
მასალის გამოყენების პირობები