17 ივნისს, 18:30 საათზე, საქართველოს სატრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (GFSIS) გაიმართება პროგრამის _ "საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიულ უნარ-ჩვევათა დახვეწა საჯარო პოლიტიკასა და მოლაპარაკებათა ტექნიკაში" _ 2010-2011 წლების სასწავლო კურსის დახურვისა და ახალი ნაკადის მიღების ცერემონია.
პროგრამის _ "საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიულ უნარ-ჩვევათა დახვეწა საჯარო პოლიტიკასა და მოლაპარაკებათა ტექნიკაში" _ მიზანია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისა და მოლაპარაკებათა წარმართვის სფეროში საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების გაუმჯობესება, რაც დაეხმარება საქართველოს მთავრობას მართვის სფეროში არსებულ გამოწვევათა დაძლევაში. პროექტი მოიცავს საჯარო მოხელეთათვის თანამედროვე მენეჯმენტის შესახებ ცოდნის, პრაქტიკისა და უნარების გაცნობასა და მათი ეფექტიანი გამოყენების სწავლებას. პროექტი ითვალისწინებს საშუალო რგოლის საჯარო მოხელეთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვას პოლიტიკის შემუშავებისა და მოლაპარაკების ტექნიკის პრაქტიკულ მეცადინეობებში. საპროგრამო სწავლება მიზნად ისახავს არა მარტო ქართული საჯარო ადმინისტრაციისა და საჯარო პოლიტიკის სისტემაში თანამედროვე მიდგომების დანერგვას, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე საჯარო პოლიტიკის ქმედითი დოკუმენტების შემუშავებას.
პროგრამას ოთხი წლის განმავლობაში ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS) შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში GFSIS-ს პარტნიორობას უწევენ შვედეთის საჯარო ადმინისტრაციის ინსტიტუტი (SIPU International) და ესტონეთის დიპლომატიის სკოლა (ESD).
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს სატრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) პრეზიდენტი - ალექსანდრე რონდელი, შვედეთის ელჩი საქართველოში - დიან იანსე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - დავით ჯალაღანია, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი - თამარ ბერუჩაშვილი, შიპუ Iნტერნატიონალ-ის წარმომადგენელი - როლფ ეიდენ და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის დირექტორი - ეკე ნომი.
გახსნის ცერემონიას დაესწრებიან პროგრამის სხვადასხვა ნაკადის მონაწილეები, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადობისა და პრესის წარმომადგენლები. ღონისძიება დასრულდება ოფიციალური წვეულებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი 2001 წლიდან აქტიურადაა ჩართული საქართველოში დემოკრატიულ ფასეულობათა დანერგვის, ქვეყნის უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური საკითხების შესწავლის, ანალიზისა და ინფორმაციის გავრცელებაში. დღეისათვის ფონდს განხორციელებული აქვს საერთაშორისო დონის ათეულობით პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამა.