17 ივნისს, 09:00 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა დაიწყება. საჯარო კითხვის დღეს ყველა მსურველს ეძლევა საშუალება შოთა რუსთაველის პოემა ხმამაღლა წაიკითხოს. საჯარო კითხვის დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში კერძო კოლექციონერები თავიანთ „ვეფხისტყაოსანს" გამოფენენ, ამასთან, გაიხსნება მხატვარ მამუკა თავაქარაშვილის ილუსტრაციების გამოფენაც. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კი, „ვეფხისტყაოსნის" უძველეს ხელნაწერებს წარმოადგენს.
„ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვის ტრადიციას საფუძველი მწერალმა დათო ტურაშვილმა და პარლამენტარმა ნუგზარ წიკლაურმა საფუძველი ცხრა წლის წინ ჩაუყარეს. იდეის განხორციელებისკენ დავით ტურაშვილს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში სერვანტესის სახალხო კითხვის დღის აღნიშვნამ უბიძგა, რომელიც ყოველწლიურად წიგნის საერთაშორისო დღეს, 23 აპრილს იმართება და მასში მონაწილეობას ათასობით ესპანელი და უცხოელი სტუმარი იღებს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით ტრადიციული ღონისძიება წელს მეცხრედ ჩატარდება. დაარსების დღიდან სხვადასხვა წლებში "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა ბათუმში, თბილისში, სენაკსა და თამარაშენში გაიმართა.