17 ივნისს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიებები გაიმართება. ტრადიციას 4 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, როდესაც ჩამოყალიბდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა კლუბი.
წელს დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები: 10:00 საათზე საზეიმო ღონისძიებები დაიწყება თსუ V კორპუსში. V კორპუსის ფოიეში მოწყობილია კუთხე თითოეული მიმართულების სტუდენტებისთვის. დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტები ერთმანეთს მიულოცავენ უნივერსიტეტის დამთავრებას. სპეციალურად მომზადებულ სტენდზე გააკეთებენ სამახსოვრო ჩანაწერებს.
15:00 საათზე დაგეგმილია ფოტოსესია. სტუდენტები გადაიღებენ სამახსოვრო ფოტოებს. ფოტოსესიაში სტუდენტებთან ერთად მონაწილეობენ პროფესორ-მასწავლებლებიც.
17:00 საათზე VIII კორპუსის სააქტო დარბაზში ჩატარდება დღის მთავარი ღონისძიება _ სტუდენტების ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა კლუბში გაერთიანება, საზეიმო კონცერტი და დამამთავრებელი კურსის სტუდენტების დაჯილდოება.