თბილისის მერია "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი თინა ხიდაშელის განცხადებას ეხმიანება.
"საკითხი ეხება იმ ტერიტორიას, რომელიც თბილისის მერიამ შემოიერთა. მაქსიმალურად კეთდება ყველაფერი, რომ ეს ტერიტორიები ინტეგრირებული იყოს ქალაქთან, მოწესრიგდეს კომუნიკაციები, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტის საკითხები და სხვა. ვთავაზობთ მოქალაქეებს, მიმართონ თბილისელების ადვოკატის სერვისს, რომელიც უფასოდ გაუწევს დახმარებას - გაერკვნენ აღნიშნულ საკითხში. ასევე ხდება მოსახლეობასთან ერთად კორექტირება მიწის ნაკვეთების. სოფელ დიღომში მოსახლებას, რომლებსაც ჰქონდათ დამადასტურებელი ასლები და მიღება-ჩაბარების ასლები, უკვე მზად ვართ გადავცეთ აღნიშნული მიწის ნაკვეთები. უკვე 500 პირს დაუკანონდა მიწა. ამ საკითხს განიხილავს მერიის ქონების მართვის სააგენტო და მათ ვისაც სურც ნაკვეთებზე კორექტირების შეტანა, საკუტრების დამტკიცება, ჩვენ მაქსიმალურად ხელს შეუწყობთ", - აღნიშნულია განცხადებაში.
ხიდაშელმა დღეს განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, საკრებულოს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი ადამიანი მიმართავს ერთი და იმავე პრობლემით. "საუბარია თბილისის შემოერთებულ ფართებზე, რომლებიც ადრე მცხეთას ან გარდაბანს ეკუთვნოდა. გვაქვს შემთხვევები, როცა მიზანმიმართულად მოხდა დოკუმენტების ფალსიფიკაცია და მესაკუთრისთვის ჩამორთმევა", - განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა.