სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს ფიზიკური პირების ადმინისტრაციული წესით დაკავების უფლებამოსილება ენიჭებათ.
კანონის მოქმედი ნორმით, წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს მხოლოდ კანონდამრღვევი პირის მისი დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტის ტერიტორიიდან გაყვანა შეუძლია.
კანონპროექტის თანახმად კი, სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს მოქალაქეთა ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და შემდგომში შსს-ისთვის გადაცემის უფლებამოსილება ენიჭება.
გარდა ამისა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს მათ მიერ დაკავებული პირებისთვის პირადი ნივთებისა და დოკუმენტაციის ჩამორთმევის უფლებაც ეძლევათ.