თუშეთის ეროვნული პარკის საინფორმაციო ცენტრში, ალვანში, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის, ოჯახური სასტუმროების მფლობელებისა და თუშეთის რეგიონში ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირებისთვის, ინგლისური ენის შესწავლის მიზნით, მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისე სეფ ვოიტეკი ოთხთვიან კურსს ატარებს.
სასწავლო კურსს 30-მდე მონაწილე ესწრება. ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები ტარდება „მშვიდობის კორპუსის მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამა- მოხალისეს" ფარგლებში და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.