სპირტიანი სასმელების ნაწილზე, აქციზის განაკვეთი მცირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "საგადასახადო კოდექსში" შედის.
კოდექსით სპირტიანი სასმელების გარკვეულ ნაწილზე აქციზის განაკვეთი დიფერინცირებულია. დანარჩენ ყველა სახის სპირტიან სასმელზე კი აქციზის განაკვეთი, ლიტრზე 5 ლარი იყო.
კანონპროექტით, "სხვა სპირტიანი სასმელების" დიფერენცირებაც ხდება და შესაბამისად, აქციზის განსხავევბული განაკვეთები დგინდება.
კერძოდ, არაყზე აქციზის განაკვეთი 2, 5 ლარი იქნება, ქლიავის, მსხლის ან ალუბლის სპირტიან ნაყენებზე, ლიქიორის გარდა - 3 ლარი, სპირტიან ნაყენებსა და დანარჩენ სპირტიან სასმელებზე 3, 5 ლარი და 3 ლარი, სპირტიან ნაყენზე, რომელიც ხილისგან არის გამოხდილი - 0, 5 ლარი, კალვადოსზე, კორნზე და ტეკილაზე - 4-4 ლარი, დანარჩენ სპირტიან სასმელებზე, მათ შორის ეთილის სპირტზე, რომელიც არადენატურირებულია და სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლებია - 3 ლარი.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორების განმარტებით, ცვლილებების მიზანია სპირტიანი სასმელების ბიზნესის ხელის შეწყობა, რის გამოც აქციზის განაკვეთი მცირდება.
კანონპროექტის ავტორები დეპუტატები ანდრო ალავიძე და მიხეილ ცქიტიშვილი არიან.