ივლისიდან სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა 80 თეთრი ეღირება.
„მგზავრობის საფასურის 80 თეთრამდე გაზრდაზე საუბარი მიმდინარეობს და ეს, სავარაუდოდ, ასეც მოხდება", - აცხადებს გაზეთ „რეზონანსთან" საუბარში კომპანია „თბილლაინის" წარმომადგენელი დავით ასანიძე.
მისივე თქმით, ახალი სამარშრუტო ტაქსები დედაქალაქში სწორედ ივლისიდან გამოჩნდებიან.
შეგახსენებთ, რომ აქამდე, ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარებში ასანიძე ამტკიცებდა, რომ ე.წ. ახალი „მარშუტკების" შემოყვანის შემდეგ მგზავრობის საფასური არ გაიზრდებოდა.