ხონის რაიონში, 40 წლის კობა კეთილაძე, სოფელ გორდისთან კანოეში ჩავარდა, რის შემდეგაც ის წყალმა წაიღო. კეთილაძე სავარაუდოდ ნასვამი იყო. მისი ძებნა სამაშველო სამსახურის მიერ წუხელ გვიანობამდე მიმდინარეობდა. დღეს დილიდან კი სამაშველო ჯგუფს უკვე თბილისიდანაც ელოდებიან. ხონის რაიონში სამაშველო სამუშაოები რამდენიმე საათში განახლდება.
მასალის გამოყენების პირობები