დღეიდან საქართველოში პრეგაბალინისგან დამზადებული პრეპარატების რეალიზაციაზე კონტროლი გამკაცრდა. ჩამონათვალში მოხვდა 10 დასახელების პრეპარატი, რომლებიც აფთიაქში ურეცეპტოდ იყიდებოდა და გასაბრუებელ საშუალებად გამოიყინებოდა. ყველაზე პოპულარული მათ შორის „ლირიკა" და „ჰელიმონია". ამ პრეპარატების გაყიდვა დღეიდან მხოლოდ ექიმის რეცეპტით, მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება შესაძლებელი. აღნიშნული პრეპარატებით ვაჭრობა სპეციალური ნებართვის მქონე აფთიაქებში იქნება შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები