დღეს, 16 ივნისს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების ფონდთან ერთად, პროექტის "ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული" ფარგლებში გამართავს თბილისის N 43 სკოლის უმცროსკლასელთა ნახატების გამოფენა-გაყიდვას.
საქველოქმედო გამოფენა-გაყიდვის შედეგად შემოსული თანხით კოჯრის უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლისათვის შეძენილი იქნება მათთვის აუცილებელი სამედიცინო და სხვა სახის ნივთები.
გამოფენა გაიმართება 16 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის ოფისში (რუსთაველის გამზირი 21).
პროექტის "ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული" ფარგლებში ამგვარი ღონისძიებები რეგულარულად იმართება.